პსჟ, უსმან დემბელე, დეზირე დუე
Aa
Aa

პრობლემა პსჟ-ში | დემბელე ბარსასთან გამოირიცხა, დუეც ტრავმირებულია

პარი სენ ჟერმენში სერიოზული პრობლემებია. უსმან დემბელე და დეზირე დუე ფრანგულ გუნდს დიდი ხნით გამოაკლდნენ.

ორივე მათგანმა ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო. დემბელეს შემთხვევა უფრო სერიოზულია, რადგან ის დაახლოებით 6 კვირას იუქმებს და პარი სენ ჟერმენს ბარსელონასთან ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება დუეს, ის წესით ბარსელონასთან გასამართი მატჩისთვის მზად იქნება, თუმცა ატალანტასთან მისი თამაში 17 სექტემბერს გამორიცხულია.

შეგახსენებთ, ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე საკმაოდ რთული ბადე შეხვდა.

პარი სენ ჟერმენი ატალანტას, ბარსელონას, ლევერკუზენს, მიუნხენის ბაიერნს, ტოტენჰემს, ბილბაოს ატლეტიკს, სპორტინგს და ნიუკასლს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მან. იუნაიტედი ონანას ტრანსფერზე თურქულ კლუბს შეუთანხმდა
მან. იუნაიტედი ონანას ტრანსფერზე თურქულ კლუბს შეუთანხმდა