ვაცკე: სატრანსფერო ფანჯარა 1 აგვისტოს უნდა იხურებოდეს
Aa
Aa

ვაცკე: სატრანსფერო ფანჯარა 1 აგვისტოს უნდა იხურებოდეს

დორტმუნდის „ბორუსიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს–იოახიმ ვაცკემ მხარი აუბა ლონდონის „არსენალის“ ლეგენდარულ მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს, რომელიც მომხრეა სატრანსფერო ფანჯრის 1 აგვისტოს დახურვის.

„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 აგვისტოს უნდა დასრულდეს, რადგან ის, რაც ბოლო ორი–სამი დღის განმავლობაში ხდება ბაზარზე, უბრალოდ საშინელებაა. ეს საკითხი ძალიან მანერვიულებს. მდიდარი კლუბები 30 ან 31 აგვისტოს ყიდულობენ მოთამაშეებს 20, 30, 40 და 50 მილიონად. და როგორც მთავარ მწვრთნელს, გიჩნდება სამართლიანი კითხვა თუ რატომ ჩაატარე მოსამზადებელი ეტაპი თუ თვის ბოლოს მიდის ოთხი მოთამაშე და მათ მაგივრად მოდიან სხვები“ – განაცხადა ვაცკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები