საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს ტურნირი ისრაელთან მარცხით დაასრულა
საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე ისრაელს დაუპირისპირდა, 1:2 დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.
ტატიანა მატვეევას გუნდმა სადებიუტო საერთაშორისო გათამაშებაში სამი მატჩი გამართა: ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 0:3 წააგო, მასპინძელ ხორვატიასთან – 0:4, ხოლო ისრაელთან – 1:2. ჩვენი გუნდის ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე სესილი მასხარაშვილმა გაიტანა.
საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრების დასაკომპლექტებლად სასელექციო მატჩები ივლისში სფფ-ის ნუცუბიძის ტექნიკურ ცენტრსა და ქუთაისის ტექნიკურ ცენტრში ჩატარდა.
ამის შემდეგ ტატიანა მატვეევას სამწვრთნელო შტაბმა გუნდი 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან დააკომპლექტა.