ახლა უფრო ძვირი ღირს - იეგოიანის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
მიმდინარე სეზონი ირაკლი იეგოიანისთვის მართლაც გამორჩეულია. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ექსელსიორის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
იეგოიანის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა და ახლა ის Transfermartk-ზე 1 მილიონ ევროდ არის შეფასებული. აქამდე ქართველი ნახევარმცველი 700 000 ევრო ღირდა.
შეგახსენებთ, რომ იეგოიანმა ნიდერლანდებში უამრავი წელი გაატარა. ადრეულ წლებში ის აიაქსის, ტვენტეს, მარკელოს და დენ ჰელდერის აკადემიებში იზრდებოდა.
პროფესიონალური დებიუტი არნემის ვიტესში ჰქონდა, ხოლო დღეს, როგორც იცით ექსელსიორის ღირსებას იცავს.
ცნობისთვის, ირაკლი იეგოიანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.