ჯეიმი ვარდი, კრემონეზე
Aa
Aa

ჯეიმი ვარდის მიმართ ინტერესს კიდევ 1 იტალიური კლუბი იჩენს

ჯეიმი ვარდი შესაძლოა „კრემონეზეს“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო წერს.

ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, იტალიური კლუბია 38 წლის ფეხბურთელის გაფორმებით არის დაინტერესებული და მხარეებს შორის პირველი კონტაქტიც შედგა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომელუ ლუკაკუს ტრავმის ფონზე, შესაძლოა „ნაპოლიმ“ ვარდი დაიმატოს.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმი „ლესტერთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტია.

გეტყვით ასევე, რომ ინგლისელმა „ლესტერის“ შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე 496 მატჩი ჩაატარა, 198 გოლი გაიტანა და 69 ასისტი მიითვალა. კლუბთან ერთად, ის გახდა ინგლისის ჩემპიონი და ასევე მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძეს მცველის ყიდვა უნდოდა | უთხრეს, რომ ტრავმა აქვს, არადა არაფერი სჭირს
არველაძეს მცველის ყიდვა უნდოდა | უთხრეს, რომ ტრავმა აქვს, არადა არაფერი სჭირს