ვინისიუს ჟუნიორი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

გუნდში ტოვებს და მეტს ელის - ალონსო ვინისიუსზე ისევ ნერვიულობს

უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ვინისიუს ჟუნიორსა და „რეალის“ ხელმძღვანელებს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა სუფევს. თუ კარლო ანჩელოტის დროს, ბრაზილიელს მწვრთნელთან მაინც არ ჰქონდა პრობლემები, ჩაბი ალონსოს მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ამ უკანასკნელის მოთხოვნების მიმართ სამხრეთ ამერიკელი აშკარად გულგრილია, რის გამოც ვარაუდობდნენ, რომ შესაძლებელი იყო ვინი „ბლანკოსიდან“ გაეშვათ, თუმცა ბასკმა სპეციალისტმა ჯერჯერობით ამის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა MARCA-ს ინფორმაციით, ჩაბი ვინისიუსსა და მის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრა, სადაც განუცხადა, რომ მას კვლავაც კლუბისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფიგურად განიხილავს, თუმცა როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე ჟუნიორისგან გაცილებით უფრო მეტს ელის, ვიდრე ამას აკეთებდა. თავად ბრაზილიელი კი ჯერჯერობით მაინც უკმაყოფილოა, რადგან იმდენი ხელფასი არ დაუნიშნეს, რამდენსაც კილიან მბაპე იღებს და ამით მიანიშნეს, რომ ფრანგი მასზე უფრო დიდი მასშტაბის ფიგურაა სამეფო კლუბისთვის.

ცნობისათვის, ვინისიუს ჟუნიორმა გასულ სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 58 მატჩში თავი 22 გოლითა და 19 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიულერი და მასტანტუონო ძირითადში - ალონსო რეალის სასტარტოს ცვლის
გიულერი და მასტანტუონო ძირითადში - ალონსო რეალის სასტარტოს ცვლის