რობერტ ლევანდოვსკი, დიდიე დროგბა
Aa
Aa

„თავიდან არაფერს წარმოადგენდა“ - პისარო ლევანდოვსკიმ გააოცა

კლაუდიო პისარო როგორც სამხრეთ ამერიკული, ასევე გერმანული ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრება. პერუელი ფორვარდი სხვადასხვა პერიოდში „ვერდერში“, „ბაიერნსა“ და „კიოლნში“ ასპარეზობდა და მართალია რეგულარულად ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა, მაგრამ ცუდი სტატისტიკა ნამდვილად არ ჰქონია და საკვანძო მომენტებში მნიშვნელოვანი გოლების გატანითაც გამოირჩეოდა. ბუნდესლიგის გარდა, პისარომ ორი წელი ინგლისის პრემიერლიგაშიც გაატარა, თუმცა დიდიე დროგბასთან კონკურენციის გამო, „ჩელსის“ სასტარტოში ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა. შეკითხვაზე, თუ ვინ არის საუკეთესო ფორვარდი, რომლის მხარდამხარაც უთამაშია, კლაუდიომ ასეთი პასუხი გასცა:

„ჩემს ირგვლივ მუდამ უმაღლესი კლასის ოსტატები იყვნენ, თუმცა ორ მათგანს გამოვარჩევდი, რომელთაც წარმოუდგენელი რაოდენობის გოლები გაჰქონდათ. პირველი - დიდიე დროგბა „ჩელსიდან“, რომელიც ტექნიკასთან ერთად, ფიზიკურად უძლიერესი იყო და მეორე - რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნიდან“. პოლონელის კარიერა განსაკუთრებულია - თავდაპირველად არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ სხვებს უყურებდა, ბევრი ისწავლა, დაიხვეწა და მისი განვლილი გზა, ყველა დამწყები ფეხბურთელისთვის სამაგალითო უნდა იყოს“.

ცნობისათვის, საკლუბო კარიერის მანძილზე სხვადასხვა გუნდებში ასპარეზობისას, საერთო ჯამში ჩატარებულ 894 მატჩში რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზე 643 გოლია, ხოლო პოლონეთის ნაკრებში გამართულ 158 შეხვედრაში 85 ბურთით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სხეული მეუბნება, რომ 30 წლის ვარ“ - ლევანდოვსკი წასვლას არ აპირებს
„სხეული მეუბნება, რომ 30 წლის ვარ“ - ლევანდოვსკი წასვლას არ აპირებს