„მიქაუტაძესთან საერთო ენა სწრაფად გამოვნახეთ“ - ლიონის ახალწვეული
„მეცთან“ მატჩის წინ „ლიონის“ ახალწვეულმა ტაილერ მორტონმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა „ლიონის“ ქართველ ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს ეხებოდა.
რა თქვა მორტონმა:
„მიქაუტაძე ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და გამორჩეული ბომბარდირია. ასეთ ფორვარდთან თამაში სასიამოვნოა. მომწონს მოედანზე გარემარბებთან და ფორვარდებთან კონტაქტის დამყარება. მიქაუტაძესთან საერთო ენის გამონახვისთვის ბევრი ვარჯიში არ დამჭირვებია.
ლიგა 1 კარგი ჩემპიონატია, ხარისხიანი ფეხბურთელებით. აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და ამიტომ ჩავთვალე, რომ აქ თამაში ჩემს კარიერაში გამომადგება. ტრანსფერამდე პაულო ფონსეკას რამდენჯერმე ვესაუბრე და აგენტს ვუთხარი, რომ „ლიონში“ თამაში მსურდა“.
ცნობისთვის, 22 წლის მორტონი „ლივერპულის“ აკადემიის აღზრდილია. გასულ წლებში „ბლექბერნსა“ და „ჰალში“ იყო განათხოვრებული, ახლა კი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ლიონში“ გადავიდა.
აქვე გეტყვით, რომ „ლიონისა“ და „მეცის“ მატჩი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:05 საათზე გაიმართება.