ლუის ენრიკე
Aa
Aa

17 ტიტულიდან 8 პსჟ-ში - ენრიკეს ტრიუმფალური სვლა

„ტოტენჰემთან“ მატჩის ფრედ, 2:2 დასრულების შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონური კლუბი 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა და ეს ჯილდო არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო. ბუნებრივია, ქომაგთა და საფეხბურთო ექსპერტთა უმრავლესობა „სენ-ჟერმენის“ ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარ შემოქმედად მის ესპანელ დამრიგებელს თვლის, რომელსაც კარიერაში მთავარი მწვრთნელის ამპლუაში უკვე 17 ტროფეი დაუგროვდა, საიდანაც 8 საფრანგეთის დედაქალაქში მუშაობის პერიოდში მოიგო.

ლუის ენრიკემ წლევანდელ სეზონში პსჟ-ის ხუთი ტიტული, ლიგა 1, ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი და ქვეყნისა და უეფას სუპერთასები მოაგებინა. ანალოგიურ შედეგს კი მან ათი წლის წინ, მშობლიურ „ბარსელონაშიც“ მიაღწია, როდესაც კატალონიურ გრანდს ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, კოპა დელ რეის, უეფას სუპერთასისა და საკონტინენტთაშორისო თასის ოქროს მედლები მოაპოვებინა.

ცნობისათვის, ლუჩოს პსჟ-ისთან ერთად კიდევ ერთი ჯილდოს მოგების შანსი წლის ბოლოს საკონტინენტთაშორისო თასზე ექნება. მთლიანობაში კი, 2023 წლის 5 ივლისიდან მოყოლებული მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ჩატარებული 119 მატჩიდან „სენ-ჟერმენმა“ 82 მოიგო, 21 ფრედ დაასრულა და 16 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: არ ვიცი სამართლიანი იყო თუ არა ეს გამარჯვება, ფეხბურთი ასეთია
ენრიკე: არ ვიცი სამართლიანი იყო თუ არა ეს გამარჯვება, ფეხბურთი ასეთია