“Fergie“-მ ამერიკელ პუბლიკას მოუბოდიშა
Aa
Aa

“Fergie“-მ ამერიკელ პუბლიკას მოუბოდიშა

“Fergie”-ს მიერ შესრულებულ ჰიმნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა პუბლიკაში, ერთი ნაწილი მომღერლის ექსპრომტს იუმორით შეხვდა, მეორე კი მიიჩნევდა, რომ  ეს ყველაზე ცუდად ნამღერი ჰიმნი იყო ამერიკის ისტორიაში.

 

გამთენიისას ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას ამერიკელმა მომღერალმა ბოდიში მოუხადა პუბლიკას და განაცხადა: ჩემთვის მუდამ საპატიო და საამაყო იყო ეროვნული ჰიმნის შესრულება, გუშინ, სპეციალურად NBA-სთვის მინდოდა რაღაც განსაკუთრებული შემექნმა. მე, როგორც არტისტი ხშირად ვიღებ არაორდინალურ გადაწყვეტილებებს, თუმცა გუშინდელი ის შემთხვევა იყო, როცა გაწეულმა რისკმა არ გაამართლა, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა ბოდიში მოვუხადო იმ მაყურებლებს, რომლებმაც ჩემი შესრულება ჰიმნის შეურაცხყოფათ აღიქვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები