როდრი
Aa
Aa

მანჩესტერ სიტი როდრისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

„მანჩესტერ სიტი“ აპირებს, რომ როდრის კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო წერს.

ესპანელ ნახევარმცველს „ქალაქელებთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ინგლისური კლუბი აპირებს, რომ როდრის ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს, რომელიც 2029 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი.

ამ შემთხვევაში, ესპანელი ფეხბურთელზე მეტი ანაზღაურება „მანჩესტერ სიტიში“ მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს ექნება.

შეგახსენებთ, რომ როდრი „სიტიში“ 2019 წლიდან თამაშობს, სადაც ის „ატლეტიკოდან“ გადავიდა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 110 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას დებიუტი ენფილდზე - უშეცდომო მატჩი და დიდებული სეივი
მამარდას დებიუტი ენფილდზე - უშეცდომო მატჩი და დიდებული სეივი