გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

„ტურბულენტური თვეები წარსულში დარჩა“ | სარაევოს მწვრთნელმა გულიაშვილზე ისაუბრა

„სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ზორან ზეკიჩმა გიორგი გულიაშვილზე ისაუბრა. ზეკიჩის ინტერვიუ Vijest-იმ გაავრცელა და ბოსნიური კლუბის დამრიგებელმა განაცხადა, რომ გულიაშვილმა ტურბულენტური თვეები წარსულში დატოვა.

„გიორგი გულიაშვილმა ტურბულენტური სამი თვე წარსულში დატოვა. ტრავმა, ტრანსფერზე ფიქრი და ბევრი ადამიანი, რომლებიც მას ამ თემით აწუხებდნენ. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფორმაში იყოს.

კრაიოვასთან მატჩში გამოჩნდა, რომ გულიაშვილს მომატება კიდევ შეუძლია. მომავალზე საუბარი არ გვინდა. გულიაშვილისთვის აუცილებელია, რომ სანამ სარაევოში ასპარეზობს, გუნდსა და საკუთარ თამაშზე იყოს კონცენტრირებული.“

შეგახსენებთ, რომ გულიაშვილი MLS-ის ერთ-ერთ კლუბს დაუკავშირეს და დაიწერა, რომ „სარაევომ“ 3.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეთავაზება მიიღო. გულიაშვილს რუსეთიდან ფინანსურად მიმზიდველი წინადადებები ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა რუსეთში თამაშზე კატეგორიული უარი თქვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევისთვის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ალისონმა წინასასეზონო ტურნე დატოვა | ლივერპულს ინგლისში შეუერთდება
ალისონმა წინასასეზონო ტურნე დატოვა | ლივერპულს ინგლისში შეუერთდება