რეალი ენდრიკის განათხოვრებას აპირებს
მადრიდის „რეალი“ აპირებს, რომ ენდრიკი იჯარით გაუშვას.
ESPN-ის ცნობით, სამეფო გუნდი მზადაა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი დროებით გაუშვას სხვა გუნდში, რათა მისი პროგრესი არ შენელდეს.
„რეალის“ სამწვრთნელო შტაბში ფიქრობენ, რომ 19 წლის ფეხბურთელისთვის საუკეთესო ვარიანტი ლა ლიგის სხვა გუნდში გადასვლა იქნება, სადაც ის ესპანეთის ჩემპიონატთან უკეთ ადაპტაციას შეძლებს.
ამასთან იწერება, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ენდრიკის 2026 წლის მუნდიალისთვის გამოძახებას აპირებს, თუმცა ასევე ფიქრობს, რომ ფორვარდი სხვა კლუბში უნდა გადავიდეს, რათა რეგულარული სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.
თავად ფეხბურთელს „რეალიდან“ წასვლა არ სურს. გასულ სეზონში ბრაზილიელმა 37 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.