გიორგი გულიაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

გოლი გაიტანა და მომენტები ჰქონდა | გულიაშვილის სარაევომ კრაიოვას მოუგო

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი გულიაშვილის „სარაევოს“ მეტოქე ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ გახლავთ. პირველი შეხვედრა ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაიმართა და მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს.

გულიაშვილი საკუთრ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგიმ გოლიც გაიტანა და მეოცე წუთზე, ეფექტური დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა. ქართველ ფეხბურთელს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მეკარემ აჯობა.

მექვაბიშვილს სათამაშო დრო არ მიეცა და მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხებათ გოლის სხვა ავტორებს, „სარაევოს“ მხრიდან პირველი ბურთი ფრანსის კიერემემ შეაგდო, „კრაივოას“ მხრიდან კი ოლექსანდრ რომანჩუკი გამოირჩა.

ცნობისთვის, ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება. „სარაევოსა“ და „კრაიოვას“ გამარჯვებული მესამე რაუნდში გიორგი მოისწრაფიშვილის „ტრნავასა“ და „ჰიბერნიანსის“ მოგებულს შეხვდება. პირველი მატჩი „ტრნავამ“ სტუმრად 2:1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სხვას რას იტყოდა?!“ | თოფურია ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებას გამოეხმაურა
„სხვას რას იტყოდა?!“ | თოფურია ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებას გამოეხმაურა