Fifa The Best | ნომინანტების სია ცნობილია
FIFA-მ The Best-ის დაჯილდოების ნომინანტების სია გამოავლინა. ხმის მიცემა დღეს დაიწყება და 28 ნოემბერს დასრულდება. წლის საუკეთესო ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:
უსმან დემბელე, აშრაფ ჰაკიმი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ნუნუ მენდეში, კოულ პალმერი, პედრი, რაფინია, მოჰამედ სალაჰი, ვიტინია, ლამინ იამალი.
წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო: ხავიერ აგიერი, მიკელ არტეტა, ლუის ენრიკე, ჰანსი ფლიკი, ენცო მარესკა, რობერტ მარტინესი, არნე სლოტი.
წლის საუკეთესო მეკარე: ალისონ ბეკერი, ტიბო კურტუა, ჯანლუიჯი დონარუმა, ემილიანო მარტინესი, მანუელ ნოიერი, დავიდ რაია, იან ზომერი, ვოიცეხ შესნი.
ცნობისთვის, The Best-ის ჯილდოს მქომედი მფლობელი ვინისიუს ჟუნიორია. წარსულში ეს ჯილდო ლიონელ მესის, რობერტ ლევანდოვსკის, ლუკა მოდრიჩსა და კრიშტიანუ რონალდუს მოუგიათ.