ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

57-ე წუთზე შეცვალეს - კიტეიშვილის შტურმი ნოტინგემთან ფრეს დასჯერდა

ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მეოთხე ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ „ნოტინგემი“ შინ მიიღო. ანგარიში ფრედ 0:0 დასრულდა.

ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 57 წუთი გაატარა. 26-ე წუთზე მის ასისტს გოლი მოჰყვა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა.

კიტემ ანალიტიკური ვებგვერდებისგან შემდეგნაირი შეფასებები მიიღო: flashscore 7.1, whoscored 6.8, sofascore 6.8.

შეგახსენებთ, რომ „გრაცი“ ევროპა ლიგაზე მომდევნო მატჩს „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება. კიტეს გუნდი 4 ქულით, 23-ე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეგონა, რეალის ფანი იყავი“ | ლივერპულის მოგების შემდეგ პიმბლეტმა ილიას მიმართა
„მეგონა, რეალის ფანი იყავი“ | ლივერპულის მოგების შემდეგ პიმბლეტმა ილიას მიმართა