ერიკ ტენ ჰაგი, აიაქსი
Aa
Aa

აიაქსს ტენ ჰაგის დაბრუნება სურს | რომანო

ცნობილი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „აიაქსმა“ ერიკ ტენ ჰაგთან, მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კლუბმა ჯონ ჰეიტინგა დაითხოვა.

„აიაქსი“ კონტაქტზე გავიდა ერიკ ტენ ჰაგთან, ჯონ ჰეიტინგას გათავისუფლების შემდეგ, კლუბში შესაძლო დაბრუნების თაობაზე. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა თავად ტენ ჰაგს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. მანამდე სპეციალისტმა უკვე უარი თქვა „ვულვერჰემპტონის“ წარმომადგენლებთან ურთიერთობის გაგრძელებაზე“, – დაწერა ფაბრიციო რომანომ.

შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგის ბოლო სამუშაო ადგილი „ბაიერი“ იყო, საიდანაც ის სექტემბერში გაათავისუფლეს. მანამდე კი ნიდერლანდელი სპეციალისტი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, ერიკი „აიაქსთას“ 2018-2022 წლებში ავარჯიშებდა. მან კლუბთან ერთად ორჯერ მოიგო ნიდერლანდების თასი და სამი საჩემპიონო ტიტული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი - რომელ ადგილზეა ხვიჩა
მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი - რომელ ადგილზეა ხვიჩა