ივან რაკიტიჩი
Aa
Aa

რაკიტიჩის ახალი ფუნქცია - ხორვატი ფეხბურთში რჩება

ივან რაკიტიჩმა რამდენიმე კვირის წინ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, თუმცა ფეხბურთის გარეშე ცხოვრებას როგორც ჩანს არ აპირებს და გულშემატკივრები მას უახლოეს მომავალში ახალ ამპლუაში იხილავენ. ხორვატმა ნახევარმცველმა ყველა მცირე დეტალზე შეთანხმებას მიაღწია და სპლიტის „ჰაიდუკში“, სადაც კარიერის ბოლო სეზონი გაატარა, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

მას დაეკისრება პასუხისმგებლობა კლუბის, როგორც ბრენდის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციაზე, სხვადასხვა სპონსორების მოზიდვასა და ტრანსფერების განხორციელების დროს სპორტულ დირექტორთან მაქსიმალურ კოორდინაციაზე. რაკიტიჩმა განაცხადა, რომ ძალ-ღონეს არ დაზოგავს საიმისოდ, რათა სპლიტის კლუბს, საფეხბურთო მოედნის მსგავსად, მის მიღმაც მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს და ამ ყველაფერში საკუთარი სტაფის თანადგომის განსაკუთრებული იმედი აქვს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ივან რაკიტიჩმა 37 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა. ამპლუით ცენტრალურ ნახევარმცველს სხვადასხვა დროს „ბაზელის“, „შალკეს“, „სევილიას“, „ბარსელონას“, „ალ-შაბაბისა“ და „ჰაიდუკის“ ღირსება დაუცავს, ხოლო ხორვატიიის ნაკრებში გამართულ 106 შეხვედრაში თავი 15 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაკიტიჩი:
რაკიტიჩი: "მესისთან და სუარესთან არასდროს ვმეგობრობდი"