სრული თავისუფლება ალონსოს - პერესმა მიდგომა შეცვალა
მოგეხსენებათ, მადრიდის რეალისთვის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კრახით დასრულდა. სამეფო კლუბი ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენთან დამარცხდა.
ახალი არც ის გახლავთ, რომ ფლორენტინო პერესი მწვრთნელების საქმეებში ყოველთვის ერეოდა, თუმცა, როგორც ჩანს ბლანკოსის პრეზიდენტმა მიდგომა შეცვალა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩაბი ალონსოს ახლა სრული თავისუფლება აქვს. მან თავის ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი შეტყობინება გაუგზავნა. დღევანდელ რეალში ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის ექნება.
ჩაბის ნებისმიერი ფეხბურთელის სკამზე დასმა შეეძლება და ამის გამო მას პრეზიდენტი არ უსაყვედურებს.
ასევე, ესპანელ სპეციალისტს სრული თავისუფლება აქვს სატრანსფერო ფანჯრის დროს. ფლორენტინო პერესმა მას 200 მილიონი ევრო გამოუყო და ჩაბის თავისი გემოვნებით შეუძლია დახარჯვა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მას სრული ნდობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბი დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე ფიქრობს და ალვარო კარერასის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
ბოლო ინფორმაციით კი ჩაბი ალონსოს ლივერპულიდან იბრაჰიმა კონატეს გადმოყვანა და დაცვის ცენტრის გაძლიერებაც სურს.