ჯონ ჯონსი, დემეტრიუს ჯონსონი
Aa
Aa

დემეტრიუს ჯონსონი: „დოპინგის მომხმარებელი და ყველა დროის საუკეთესო?“

ჯონ ჯონსის აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მის შესახებ ძალიან ბევრი საუბრობს. არსებობენ მებრძოლები, რომლებიც მას ყველა დროის საუკეთესოდ ასახელებენ და მათ შორის აღმოჩნდა ხაბიბ ნურმაგომედოვი, რითაც თავად „ბოუნსმაც“ გაკვირვება ვერ დამალა. სამაგიეროდ, ჯონსი კმაყოფილი ნამდვილად ვერ დარჩებოდა UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის დემეტრიუს ჯონსონის კომენტარით, რომელმაც ჯონზე ასეთი რამ თქვა:

„მე არასოდეს ჩამიგდია დოპინგ-ტესტი, არც ხაბიბ ნურმაგომედოვს და არც ჟორჟ სენ-პიერს - ჩვენთვის მოგებული საჩემპიონო ქამარი არასოდეს ჩამოურთმევიათ. იცით, ამას რატომ ვამბობ? რაღაცეებს თვალი უნდა გავუსწოროთ.

არასოდეს მითქვამს და არც ახლა ვიტყვი, რომ აკრძალული ნივთიერების გამოყენების გარეშე ჯონ ჯონსი ასეთ შედეგებს ვერ აჩვენებდა, რადგან ის ფენომენალური მებრძოლია. თუმცა, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სპორტსმენს, რომელიც დოპინგ-სკანდალში იყო გახვეული და მას თავის სპორტის სახეობაში ყველა დროის საუკეთესოდ თვლიდნენ“.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსი დოპინგ-სკანდალში 2016 წლის ნოემბერში გაეხვა, როდესაც ანტისადოპინგო სააგენტომ ის აკრძალული ნივთიერების გამოყენებაში დაადანაშაულა და ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება წინასწარ აღნიშნა? | რა ვიდეოს აქვეყნებს თოფურია
გამარჯვება წინასწარ აღნიშნა? | რა ვიდეოს აქვეყნებს თოფურია