როდრიგო მორა
Aa
Aa

მორასთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია | პსჟ პორტუს მიმართავს

„პარი სენ-ჟერმენმა“ „პორტუს“ 18 წლის შემტევთან, როდრიგო მორასთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია. ამის შესახებ PSG Inside Actus იტყობინება.

გამოცემის ცნობით, პარიზულმა კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს მომავალში „პორტუსთან“ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

„პორტუს“ ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუ მის სანაცვლოდ კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი არ იქნება გადახდილი. თუმცა პსჟ-ს სურს, ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს და კონტრაქტში გამოსყიდვის უფლება ჩაიწეროს. კიდევ ერთი ვარიანტი ტრანსფერის ღირებულების რამდენიმე ნაწილად, 2-3 წლის განმავლობაში გადახდაა“, - წერს გამოცემა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, როდრიგო მორას გამოსასყიდი 70 მილიონი ევროა. მისი ძირითადი პოზიცია შემტევი ნახევარმცველია, თუმცა ახალგაზრდა პორტუგალიელს როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა გარემარბის პოზიციებზე თამაშიც შეუძლია.

ცნობისთვის, როდრიგო მორა 18 წლის შემტევია, რომლის დებიუტიც „დრაკონების“ რიგებში 2023 წელს შედგა, როდესაც მორა მხოლოდ 15 წლისა და 8 თვის იყო. ამ დროისთვის მორას „პორტუს“ მაისურით 35 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 11 გოლი და 4 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დონარუმამ და პსჟ-მ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები განაახლეს
დონარუმამ და პსჟ-მ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები განაახლეს