რუბენ ნევეში, ფერნანდო ტორესი
Aa
Aa

„ტორესი ჩელსის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა“ - ნევეშის საფეხბურთო კლასიფიკაცია

ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი რუბენ ნევეში უცნაური საფეხბურთო გემოვნებით რომ გამოირჩევა, გულშემატკივრებმა კარგად იციან. თუმცა, მისმა ბოლო ინტერვიუმ მაინც საყოველთაო გაოცება გამოიწვია. ფერნანდო ტორესის კლასისა და შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება აზრად არავის მოსდის, თუმცა ყველა აღიარებს, რომ მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ გადასვლა იყო, ნევეშმა კი ის „არისტოკრატების“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

რას ამბობს ნევეში

ვიცი ამ რუბრიკის შესახებ და თქვენი სტუმარი სიამოვნებით ვარ. კარგად მომეხსენება, რომ სხვადასხვა კლუბების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები უნდა დავასახელო და ამას სიამოვნებით გავაკეთებ. თავდაპირველად გეტყვით, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესის ვთვლი, „რეალის“ ყველა დროის MVP კრიშტიანუ რონალდუა, „მანჩესტერ სიტის“ - კევინ დე ბრუინი, „ჩელსის“ - ფერნანდო ტორესი, „ბაიერნის“ - ფილიპ ლამი, „დორტმუნდის“ - რობერტ ლევანდოვსკი, ხოლო „იუვენტუსის“ - ანდრეა პირლო.

28 წლის რუბენ ნევეში, რომელიც ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია, 2023 წლიდან „ალ-ჰილალის“ ღირსებას იცავს და ამ კლუბთან ერთად თითოჯერ ქვეყნის ჩემპიონატი და სამეფო თასი, ორჯერ კი სუპერ თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავს მოგაძრობ“ - ტორესისა და არბელოას დაპირისპირება მადრიდულ დერბიში
„თავს მოგაძრობ“ - ტორესისა და არბელოას დაპირისპირება მადრიდულ დერბიში