მორატამ სეზონი დაასრულა?
Aa
Aa

მორატამ სეზონი დაასრულა? "ისიც კი არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ალვარო წლევანდელ სეზონში"

"ჩელსის" პრობლემები არ ელევა, ამ ყევლაფერთან ერთად კი ჩემპიონთა ლიგა და "ბარსელონასთან" მატჩიც მოახლოვდა.

"არისტოკრატებს" ძირითადი ფორვარდი ალვარო მორატა უკვე კარგა ხანია ტრავმირებული ჰყავთ და მისი მოედანზე დაბრუნების ვადები ცნობილი ჯერაც არ არის.

ანტონიო კონტემ "ვესტ ბრომვიჩთან" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე საკუთარ მომავალსა და მორატას მდგომარეობაზე ისაუბრა.

"პრესა ჩვენს წარუმატებლობაზე გაუთავებლად საუბრობს, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ გუნდს პრობლემები აქვს. მაგალითად, მორატა დიდი ხანია ვეღარ გვეხმარება და ისიც კი არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ალვარო წლევანდელ სეზონში.

გუნდიდან წასვლას არ ვგეგმავ. მწვრთნელების მომავალი ყოველთვის შედეგებზეა დამოკიდებული და დიახ, ამჟამად საკმაოდ ცუდი შედეგები გვაქვს, თუმცა მისი გამოსწორება გვმართებს და შევეცდებით ეს "ვესტ ბრომვიჩის" დამარცხებით დავიწყოთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები