"გოლდენ სტეიტი" ფაჩულიას უშვებს?
ამერიკული გამოცემა chatsport-ის ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, "გოლდენ სტეიტი" ზაზა ფაჩულიას გაშვებაზე ფიქრობს.
ზაზასთან ერთად შესაძლო წამსვლელად ჯავალ მაკგი სახელდება, ხოლო მათ ნაცვლად "მეომრები" კაილი ო'ქუინისა და ვილი ერნან გომისის დამატებას აპირებენ.
ჯერჯერობით, ქართველი ცენტრის მომავალი კლუბის შესახებ არაფერი იწერება, თუმცა ჩვენი ამერიკელი კოლეგის ბრაიან რაუფის თქმით, მისი ოკლენდიდან წასვლა საკმაოდ რეალურია.
ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" რიგებში 2016 წლიდან თამაშობს და მასთან ერთად გასულ სეზონში საჩემპიონო ბეჭედი მოიგო.