„პსჟ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და მოგებას იმსახურებს“ - ტონი პარკერი
ლეგენდარულმა ფრანგმა კალათბურთელმა, ტონი პარკერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაამარცხებს და თასს საფრანგეთში ჩაიტანს.
ტონი პარკერი:
„მინდა, პსჟ-მა მოიგოს. ეს იქნება დამსახურებული ჯილდო იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ ბოლო 15 წელიწადში გასწიეს. პირველ რიგში, წელს იგრძნობა, რომ ეს ნამდვილი გუნდია. ისინი იბრძვიან ყველა მატჩში და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. ლუის ენრიკემ ფენომენალური სამუშაო გასწია.
ბავშვობაში პსჟ-ს მაისური მქონდა, რომელსაც ზურგზე ჯორჯ ვეა ეწერა. როდესაც ისინი 1994 წელს ჩემპიონები გახდნენ, 12 წლის ვიყავი. შემდეგ კი ერთ დღეს პსჟ-ს საკალათბუთო გუნდს შევუერთდი. ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა, ის ჩემი პირველი სპორტი იყო. 6-დან 10 წლამდე ფეხბურთზე დავდიოდი და მხოლოდ შემდეგ დავიწყე კალათბურთის თამაში.
პსჟ-ში 10 ნომერი ვიყავი, საფეხბურთო გუნდში კი ეს ნომერი ჯეი-ჯეი ოკოჩას ეკუთვნოდა. სხვადასხვა დროს ან ნომრით რაის და რონალდინიოს უთამაშიათ. მხოლოდ ნამდვილი ლეგენდები! 10 ნომერი ნიშნავს ლიდერს, ორგანიზატორს, ბურთით მოთამაშე ხელოვანს, დრიბლინგის მეფეს. კრეატიულობის მხრივ საუკეთესო რონალდინიო იყო, თუმცა ყველა მათგანმა კლუბის ისტორიაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ფულით წარმატებას ვერ იყიდი, ფული არაფრის გარანტიას არ გაძლევს, სწორედ ესაა სპორტის სილამაზე. მინდა, პსჟ-ს წარმატება ვუსურვო, ისინი მოგებას ნამდვილად იმსახურებენ“.
ცნობისთვის, პარკერი პსჟ-ში 1999-2001 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი „სან ანტონიო სპურსში“ გადავიდა, სადაც NBA-ის 4-გზის ჩემპიონი გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ „ინტერს“ შეხვდება. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.