გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლომაია
Aa
Aa

ლომაია: „მამარდაშვილს ალისონის სკამზე დასმა შეუძლია“

მომავალი სეზონიდან ევროპული ფეხბურთის გრანდში ერთის ნაცვლად უკვე ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. თუ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენისთვის“ გააქვს გოლები და ამწვავებს თამაშს, გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულის“ კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაევალება.

იქიდან გამომდინარე, რომ 24 წლის ქართველ მეკარეს მერსისაიდულ გრანდში კონკურენტად პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი ალისონი დახვდება, ბევრი მის შანსებს სკეპტიკურად აფასებს, თუმცა ასე არ თვლის საქართველოს ნაკრების კარის ყოფილი დარაჯი გიორგი ლომაია, რომელმაც Crystalsport-თან ინტერვიუში მამარდაშვილზე დაწვრილებით ისაუბრა.

გიორგი ლომაია

დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი „ლივერპულში“ ძალიან ბევრ შეხვედრას ჩაატარებს. დამიჯერეთ, „წითლები“ ამხელა თანხას ტყუილად არ გადაიხდიდნენ და მისი კლასის მეკარეს სათადარიგო სკამზე დასაჯდომად არ დაიმატებდნენ. კი ბატონო, ალისონის ფაქტორიდან მამარდაშვილს დიდი კონკურენცია დახვდება, თუმცა ძირითადში მოხვედრა იოლი არც ერთ გუნდში არ არის  და მე მჯერა, რომ გიორგი დაუღალავი შრომის ფასად წარმატებას ინგლისშიც მიაღწევს.

ხომ ნახეთ, წლევანდელი სეზონის მსვლელობისას გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და ზუსტად ისეთი დაგვიბრუნდა, როგორიც ყველას გვახსოვდა. ყოველივე ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ის ლამაზი ისტორია, რომელიც მის ცხოვრებასა და კარიერაში ზღაპარს ჰგავს, პრემიერ ლიგაშიც ისეთივე ხაზით გაგრძელდება, როგორც პრიმერა დივიზიონში დაიწყო.

ზოგადად საქართველოს ნაკრების კარი საიმედო ხელშია. გიორგი მამარდაშვილის გარდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ლუკა გუგეშაშვილის პროგრესი, რომელიც მომავალ სეზონში „პაოკის“ სახით საბერძნეთის ჩემპიონში ითამაშებს. ლუკა ყოველთვის მომწონდა, თუმცა ახლა უკვე გამოცდილებაც დაუგროვდა და კიდევ უფრო საიმედო გახდა.

გიორგი ლომაია საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 1998-2010 წლებში ასპარეზობდა და 45 მატჩიდან საკუთარი კარი მშრალად 5 შეხვედრაში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენია
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენია