მოდრიჩი მაიამიში? | ბექჰემი მორიგ სუპერტრანსფერს ამზადებს
მადრიდის „რეალის“ ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა Mundo Deportivo წერს.
გამოცემის ცნობით, დევიდ ბექჰემი მოდრიჩის ტრანსფერზე გასული წლიდან მუშაობს. მეტიც, რამდენიმე თვის წინ მოდრიჩის გუნდში მოყვანა „ინტერის“ ხელმძღვანელობას ლეო მესიმაც სთხოვა.
ახლა, როდესაც მოდრიჩის „რეალიდან“ წასვლის შესახებ უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, ხორვატ ფეხბურთელთან კონტაქტები გააქტიურდა და მას ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ.
მოდრიჩს „ინტერ მაიამი“ 2,5 მილიონ დოლარს გადაუხდის და ფეხბურთელი ფლორიდულ კლუბში 2026 წლის მუნდიალისთვის მოემზადება.
ცნობისთვის, ხორვატმა ნახევარმცველმა „რეალიდან“ წასვლა თავადაც დაადასტურა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრებისადმი სიყვარული გამოხატა. ლუკას „ბლანკოსის“ მაისურით 590 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 43 გოლია.