ბერიცო სიმსივნისგან სრულად განიკურნა და სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება!
Aa
Aa

ბერიცო სიმსივნისგან სრულად განიკურნა და სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება!

"სევილიას" ყოფილი თავკაცი ედუარდო ბერიცო სიმსივნისგან განიკურნა.

ინფორმაციას Football-Espana ავრცელებს და წერს, რომ ბერიცოს პროსტატაზე წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართა და მას დამატებითი მკურნალობა აღარ ესაჭიროება.

წყაროს ცნობით, 48 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა მკურნალობის პერიოდი მშვიდად და პრობლემების გარეშე განვლო. ახლა, ის მზადაა სამუშაოს დაუბრუნდეს და ახალი შემოთავაზებები განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ "სევილიამ" ბერიცო პირველი ოპერაციის შემდეგ 2 კვირაში დაითხოვა და ამის მიზეზად არადამაკმაყოფილებელი შედეგები დაასახელა.

კლუბის მხრიდან ასეთი საქციელი რბილად, რომ ვთქვათ მოულოდნელი იყო, მითუმეტეს გუნდს არც თუ ისე ცუდი შედეგები ჰქონდა.

ამჟამად "სევილია" ვინჩენცო მონტელას ხელში საშინელ ფეხბურთს თამაშობს და შედეგები იმაზე ბევრად უარესი აქვს, ვიდრე ბერიცოს დროს ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები