მილანი, ბოლონია
Aa
Aa

51-წლიანი პაუზის შემდეგ - ბოლონია კოპა იტალიის ჩემპიონია

იტალიის თასის ფინალში ბოლონია მილანს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ბოლონიამ კოპა იტალია 51-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში უკეთესი ბოლონია იყო, რომლებმაც გაცილებით მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს.

ბურთს მეტწილად მილანი ფლობდა და ბოლონია კონტრ-შეტევებზე თამაშობდა. ერთადერთი გოლი მატჩის 53-ე წუთზე შვეიცარიელმა დან ნდოიემ გაიტანა.

რაც შეეხება მილანს, კონსეისაუს გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ იტალიის სუპერ თასი მოიგო. მომავალ სეზონში კი არის შანსი, რომ როსონერი ევრო ტურნირებზე ვერ ვიხილოთ.

ამ მომენტისთვის, მილანს სერია ა-ში 60 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და მე-6 პოზიციაზე მყოფ რომასთან 3 ქულა აშორებს. შემდეგ ტურში როსონერი სწორედ ჯალოროსის დაუპირისპირდება.

ასევე გეტყვით, რომ ბოლონიამ უკანასკნელად ტიტული 1973/1974 წლების სეზონში მოიგო.(კოპა იტალია). სერია ა-ს ჩემპიონი ბოლოს 1964 წელს გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შახტარმა უკრაინის თასი მოიგო - აზაროვს არ უთამაშია
შახტარმა უკრაინის თასი მოიგო - აზაროვს არ უთამაშია