ბუდუს გამარჯვება | შესაძლოა, ელიტაში ფლეი-აუტის გარეშე დარჩეს
ბუნდესლიგის 33-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა’’ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, ბერლინის „უნიონთან’’ გასვლით მატჩში სამი გოლი შეაგდო - 0:3. ამ გამარჯვებით გუნდმა ფლეი-აუტში თამაში გაინაღდა.
„ჰაიდენჰაიმის'' მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ბუდუ ზივზივაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა, 83-ე წუთზე თამაშში ჩართო, როცა სამივე გოლი გატანილი იყო. ქართველ ფორვარდს, რომელსაც ტრავმა აწუხებდა და მინდორს გასულ ტურში დაუბრუნდა, მცირე დროში შეტევაში მნიშვნელოვანი არაფერი შეუქმნია.
„ჰაიდენჰაიმი'' ბუნდესლიგაში 29 ქულით მე-16 ადგილზეა, ფლეი-აუტის ზონაშია და მე-15 ადგილოსან „სანქტ. პაულს’’ 2 ქულით ჩამორჩება. მე-15 ადგილზე გასვლა ბუნდესლიგაში ადგილს გარანტირებულად შეუნარჩუნებს.
33-ე ტურში „სანქტ-პაული’’ „აინტრახტთან’’ გასვლაზე ითამაშებს, ბოლო ტურში ბოლოადგილოსან „ბოხუმს’’ მიიღებს.
„ჰაიდენჰაიმს’’ ერთი მატჩი რჩება, ბოლო ტურში შინ „ვერდერთან’’ ითამაშებს. „ჰაიდენჰაიმს'' ფლეი-აუტში თამაში განაღდებული აქვს, თუმცა შესაძლოა მე-15 ადგილზე გავიდეს და ელიტაში ფლეი-აუტში თამაშის გარეშე დარჩეს.
31 წლის ზივზივაძე „კარლსრუედან’’ „ჰაიდენჰაიმში’’ გასულ ზამთარში გადავიდა, ბუნდესლიგის 14 მატჩში (10 სასტარტოში) 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, კონფერენს ლიგაზე ორ მატჩში ითამაშა, „კოპენჰაგენთან'' საშინაო მატჩში სასტარტოში იყო, „პარკენზე'' შეცვლაზე შევიდა.