ჯიმი ბატლერი, სტეფ კარი, ბადი ჰილდი
Aa
Aa

ჯოკერი ბადი ჰილდი | გოლდენ სტეიტმა ჰიუსტონს მეშვიდე თამაში სტუმრად მოუგო

„გოლდენ სტეიტ უორიორსი“ საჩემპიონო ბეჭდებისთვის ბრძოლას განაგრძობს. დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის პირველ რაუნდში, სტეფ კარისა და ჯიმი ბატლერის გუნდი „ჰიუსტონ როქეთსს“ შეხვდა და სერია 4:3 მოუგო.

„უორიორსი“ 3:1-ს იგებდა, მაგრამ „ჰიუსტონმა“ წონასწორობა აღადგინა და მეშვიდე თამაში საკუთარ კედლებში ჩაატარა, თუმცა, „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 89:103 დამარცხდა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      „გოლდენ სტეიტს“ მოულოდნელ გმირად ბადი ჰილდი მოევლინა, რომელმაც 33 ქულა მიითვალა და 11-დან 9 სამქულიანი ჩააგდო. ჰილდი, პლეიოფის სერიის მეშვიდე შეხვედრაში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით (9) დონტე დივინჩენცოს გაუთანაბრდა და რეკორდის თანაავტორია. სტეფ კარის 22 ქულა, 10 მოხსნა და 7 ასისტი ჰქონდა, ჯიმი ბატლერმა 20 ქულა გააკეთა.

      ამრიგად, „გოლდენ სტეიტი“ მეორე რაუნდში გავიდა და მისი მომდევნო მეტოქე „მინესოტა ტიმბერვულვზი“ იქნება. მეორე წყვილში, საუკეთესოს ვინაობას „დენვერ ნაგეთსი“ და „ოკლაჰომა სითი თანდერი“ არკვევენ.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      „მისი გასროლა დიდი ხანი გვემახსოვრება“ - ფრანგული მედია ზურიკოს გოლზე
      „მისი გასროლა დიდი ხანი გვემახსოვრება“ - ფრანგული მედია ზურიკოს გოლზე