ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

„მისი გასროლა დიდი ხანი გვემახსოვრება“ - ფრანგული მედია ზურიკოს გოლზე

გუშინ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი საკუთარ მოედანზე მონაკოს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. 62-ე წუთზე, როდესაც ანგარიში მონაკოს სასარგებლოდ 0:1 იყო, დავითაშვილმა ბრწყინვალე შორეული გასროლით წონასწორობა აღადგინა, თუმცა სამწუხაროდ, ქართველი შემტევის გუნდმა ქულის მოპოვება ვერ შეძლო და დარჩენილ დროში მეტოქისგან ორი უპასუხო ბურთი გაუშვა.

ზურიკოს გოლი მონაკოს კარში:

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა ფრანგულმა სააგენტო Maxifoot-მა ზურიკოს თამაში შეაფასა და ქართველს „სენტ-ეტიენის“ რიგებში ყველაზე მაღალი ქულა დაუწერა - 5.

რას წერს Maxifoot ზურიკოზე:

ამ საღამოს მისი თამაში ბრწყინვალე დარტყმით დიდი ხანი დაგვამახსოვრდება, რომლითაც ანგარიში გაათანაბრა. სხვა მხრივ, ქართველი ვინგერი ისეთი შთაგონებული არ ყოფილა, როგორიც წინა რამდენიმე შეხვედრიდან გვახსოვს. დარტყმის მომენტში, ორი თანაგუნდელი ჰყავდა თავისუფალ პოზიციაში, მაგრამ შორიდან გასროლა ამჯობინა, მისმა გოლმა კი შეფასების დროს, მისი თამაში გადაარჩინა.

ლიგა 1-ის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „სენტ ეტიენი“ 27 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლაში „მწვანეების“ მთავარი კონკურენტები ხვალ ითამაშებენ - „ანჟერი“ სტუმრად „ნანტს“ შეხვდება, ხოლო „ლე ავრი“ გასვლაზე „ოსერთან“ ითამაშებს. რაც შეეხება მიმდინარე სეზონში 9 გოლისა და 7 საგოლე გადაცემის ავტორ ზურიკო დავითაშვილსა და მის თანაგუნდელებს, მათ დარჩენილ ორ ტურში სტუმრად „რეიმსთან“ და შინაურ კედლებში „ტულუზასთან“ მოუწევთ დაპირისპირება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს შედევრი და სენტ-ეტიენის მორიგი მარცხი - მწვანეების მდგომარეობა დამძიმდა
ზურიკოს შედევრი და სენტ-ეტიენის მორიგი მარცხი - მწვანეების მდგომარეობა დამძიმდა