გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის მე-17 გოლი | ლიონი შინ დამარცხდა და მე-7 ადგილზეა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში „ლიონი’’ შინ „ლანსთან’’ 1:2 დამარცხდა. „ლიონის'' ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა, 79-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ ფონსეკას გუნდი მაინც დამარცხდა, უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და ამ მომენტში საუკეთესო ექვსეულის მიღმაა, 54 ქულით მე-7 ადგილზეა, „ლილის’’ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა თუ „ლილი’’ ამ ტურის მატჩს მოიგებს, „ლიონს’’ 5 ქულით გაუსწრებს. მე-7 ადგილზე გასვლის შემთხვევაში „ლიონი'' ევროტურნირების საგზურს ვერ მოიპოვებს.

მიქაუტაძის გოლი ლანსთან

მომდევნო ტურში, ათ მაისს „ლიონი’’ მეორეადგილოსან „მონაკოს’’ ესტუმრება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის იბრძვის, ამისთვის კი მინიმუმ მე-4 ადგილზე გასვლაა საჭირო.

დისკვალიფიკაციის გამო ლაკაზეტის არ უთამაშია, მიქაუტაძე „ლანსთან'' სასტარტო 11-ეულში იყო, მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა მატჩის ბოლომდე ენდო.

მიქაუტაძის საუკეთესო მომენტები ლანსთან

24 წლის ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში 32 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა, ევროპა ლიგის 11 მატჩში - 4 გოლი და 5 საგოლე პასი, საფრანგეთის თასის ორ მატჩში - 2 გოლი. საერთო ჯამში, ამ სეზონში 45 მატჩში აქტივში 28 საგოლე მოქმედება აქვს, 17 გოლი და 11 საგოლე პასი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს შედევრი და სენტ-ეტიენის მორიგი მარცხი - მწვანეების მდგომარეობა დამძიმდა
ზურიკოს შედევრი და სენტ-ეტიენის მორიგი მარცხი - მწვანეების მდგომარეობა დამძიმდა