ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

ოდიშარიას საგოლე პასი | ქართველის გუნდი ჩემპიონატის ლიდერია

ლატვიის ჩემპიონატის მე-10 ტურში რფს-მა შინ „აუდას’’ 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი 39-ე წუთზე ლაშა ოდიშარიას პასით დარკო ლემაიჩმა გაიტანა. ქართველი გარემარბი სასტარტო 11-ეულში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      რფს-მა ათ ტურში 24 ქულა დააგროვა, პირველზეა, მეორეადგილოსან „რიგას’’ 3 ქულით უსწრებს. „რიგა’’ რფს-ის მთავარი კონკურენტია, თუმცა მე-9 ტურში რფს სწორედ „რიგასთან’’ დამარცხდა.

      რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, ოდიშარიამ მიმდინარე სეზონში ლატვიის ჩემპიონატში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

      21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებიდან ოდიშარია ეროვნულ ნაკრებში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ლატვიურ კლუბთან ერთად ევროპა ლიგაზე დიდი გამოცდილება მიიღო, დაცვითი ფუნქციების მხრივ დიდი პროგრესი აქვს და არამხოლოდ, სხვა უნარებიც დახვეწა და თუ ასე გააგრძელა მისი ეროვნულ ნაკრებში თამაში გარდაუვალია.

      ლაშა ოდიშარიას შესახებ რფს-ის მთავარი მწვრთნელი ვიქტორ მოროზი ჩავწერეთ, რომელმაც ლაშას პროგრესზე ვრცლად ისაუბრა (იხილეთ).

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      ენრიკეს ბოროტი ხაფანგი და კვარას ხიფათის ფორმულა | ც9
      ენრიკეს ბოროტი ხაფანგი და კვარას ხიფათის ფორმულა | ც9