ალ-ჰილალმა ჟორჟე ჟეზუში დაითხოვა
„ალ-ჰილალმა“ ჟორჟე ჟეზუში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ A Bola არაბულ მედიაში დაყრდნობით წერს.
რიადულმა კლუბმა „ალ-აჰლისთან“ წააგო და აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გავარდა, რის შემდეგაც 70 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს დაემშვიდობნენ.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის 29 ტურის შემდეგ „ალ-ჰილალი“ გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ალ-იტიჰადს“ ექვსი ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ჟეზუში „ალ-ჰილალს“ 2023 წლიდან წვრთნის. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბულ კლუბს კარლო ანჩელოტის გადაბირება სურს და მას წელიწადში 50 მილიონ ევროს სთავაზობს.