ჯეილენ ბრანსონი
Aa
Aa

ჯეილენ ბრანსონის 40 ქულა | დეტროიტი პლეიოფს გამოეთიშა

„ნიუ იორკ ნიქსმა“ „დეტროიტ პისტონსს“ სერიის მეოთხე თამაში მოუგო (116:113) და აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა და მოქმედ ჩემპიონს „ბოსტონ სელტიკსს“ შეხვდება.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჯეილენ ბრანსონი გახდა, რომელმაც 40 ქულა, 4 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა. ტობიას ჰარისმა (13 ქულა, 10 მოხსნა და 4 ასისტი) და კარლ-ენტონი ტაუნსმა (10 ქულა, 15 მოხსნა და 5 ასისტი) ორმაგი დუბლები გაიფორმეს, „დეტროიტის“ რიგებში კი ყველაზე მეტი ქულა (25) კეიდ კანინგემმა ჩააგდო.

ბრანსონის გადამწყვეტი სამქულიანი:

პლეიოფის კიდევ ერთ შეხვედრაში „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ „დენვერს“ მოუგო (111:105) და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (3:3).

კალიფორნიელებს შორის ყველაზე შედეგიანები ჯეიმს ჰარდენი (28 ქულა, 6 მოხსნა და 8 ასისტი) და კავაი ლეონარდი (27 ქულა, 10 მოხსნა და 5 ასისტი) იყვნენ. რაც შეეხება „დენვერს“, ნიკოლა იოკიჩმა 25 ქულა დააგროვა, რასელ უესტბრუკმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა (14 ქულა, 10 მოხსნა და 6 ასისტი).

სერიის მეშვიდე შეხვედრა დენვერში 4 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვიცი რას ვიზამ“ - ლებრონი მალე გადაწყვეტს
„არ ვიცი რას ვიზამ“ - ლებრონი მალე გადაწყვეტს