არტეტა: უფრო მეტს ვიმსახურებდით, ახლა შანსები 50/50-ზეა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, ლონდონში, „ემირეითსზე“ „არსენალი“ დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, „მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის თამაში შეაფასა.
„უფრო მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი იყო. სწორედ ამას ვამბობდი „რეალთან“ მატჩის შემდეგ. ახლა ჩვენ პარიზში უნდა წავიდეთ და მოვიგოთ. ჩვენ მატჩს გავაანალიზებთ და შევეცდებით რამდენიმე ასპექტში გავუმჯობესდეთ. დიახ, ახლა შანსები 50/50-ზეა“, - თქვა არტეტამ.
ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა, მე-4 წუთზე ქართველი ფეხბურთელის საგოლე პასის შემდეგ უსმან დემბელემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 7 მაისს, „პარკ დე პრენსზე'' გაიმართება.