ფაჩულიას 9 ქულა და 7 მოხსნა "იუტასთან"
NBA-ს გუშინდელ სათამაშო დღეს თავისი მატჩი წააგო ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“, რომელიც გასვლაზე „იუტა ჯაზთან“ თამაშობდა.
„ჯაზმენებმა“ შეხვედრა სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარეს და უძლიერეს მეტოქეს 30 ქულის სხვაობით - 129:99 მოუგეს.
„იუტას“ წარმატების მთავარი გარანტი ამჯერადაც გუნდური თამაში იყო. მისი მხრიდან 20 ქულიან ზღვარს 3 კალათბურთელი - რუბიო, ინგლეზი და მიჩელი გადასცდნენ.
ოკლენდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ზაზა ფაჩულია, რომლის ანგარიშზეც 9 ქულა, 7 მოხსნა და 2 ასისტია.
მარგი ქმედების კოეფიციენტით ფაჩულია თავის გუნდში კლეი ტომპსონს, სტეფ კარის, კევინ დიურანტსა და ჯავალ მაკგის ჩამორჩა.