ფლორენტინო პერესი, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

„მათ ჭკუაზე რომ არ დავდივართ, არ მოსწონთ“ - ტებასმა რეალს შეუტია

დღეს გასამართი ესპანეთის სამეფო თასის ფინალის წინ, სადაც გულშემატკივარმა „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის მორიგი „ელ კლასიკო“ უნდა იხილოს, ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა პირველი კომენტარი გააკეთა. პრიმერადივიზიონის ხელმძღვანელი გამოეხმაურა „რეალის“ საკლუბო ტელევიზიაში გასულ სიუჟეტს, სადაც დღევანდელი თამაშის მთავარი არბიტრის, რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას არაპროფესიონალიზმზე იყო გამახვილებული ყურადღება, რის გამოც ამ უკანასკნელმა პირდაპირ ეთერში იტირა და აღნიშნა, რომ რეპორტაჟის გასვლის შემდეგ, სკოლაში მისი შვილი ბულინგის მსხვერპლი გახდა. ტებასი „რეალისა“ და მისი პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის საჯაროდ გაკრიტიკებასაც არ მოერიდა.

ხავიერ ტებასი

იმას, რასაც „რეალი“ ცდილობს, ფეხბურთის თამაში კი არა, სადავეების ხელში ჩაგდების მცდელობა ჰქვია. პერესს აშკარად არ ვესიმპათიურები, რადგან რაც მას სურს, იმას არ ვაკეთებ და მის ჭკუაზე არ დავდივარ. მას ასევე არ მოსწონს უეფასა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები, რამეთუ ისინი არ ემორჩილებიან.

ფლორენტინოს გულზე არც ის ტელეკომენტატორები ეხატება, რომლებიც მის გუნდს ობიექტურად აკრიტიკებენ და სიმართლე თუ გაინტერესებთ, მის გემოვნებაში არც ის სამსაჯო რეფორმები ჯდება, რომლის დაწყებასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ. ახლა კი, როდესაც არბიტრებმა „რეალის“ საკლუბო ტელევიზიის წინააღმდეგ სრულიად სამართლიანი პრეტენზიები გამოთქვეს, „ბლანკოსის“ პრეზიდენტი მოიქცა ისე, როგორც მისგან მოსალოდნელი გახლდათ: „გააუქმა პრესკონფერენცია, ვარჯიში და დაგვემუქრა, რომ ფინალს არ დაესწრებოდა“.

პერესის დღის წესრიგი მოკლედ რომ გითხრათ, ასეთია: „ის კი არ აპროტესტებს, ზეწოლას ახდენს. ჩივილის ნაცვლად იმუქრება და ფეხბურთის გაუმჯობესება კი არა, საკუთარი წესების მქონე ფეხბურთის დამკვიდრება სურს“.

შეგახსენებთ, რომ მომხდარის გამო, „რეალის“ ბოიკოტზეც კი ვრცელდებოდა ცნობები, თუმცა ბოლო ინფორმაციით სამეფო კლუბი თამაშზე უარს არ იტყვის, რადგან ასეთ შემთხვევაში სერიოზული სანქციები დაემუქრებოდა და კოპა დელ რეის მომდევნო გათამაშებაში საერთოდ აღარ დაუშვებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატირებული რეფერი და სკანდალი თასის ფინალის წინ | რეალი მსაჯების შეცვლას ითხოვს
ატირებული რეფერი და სკანდალი თასის ფინალის წინ | რეალი მსაჯების შეცვლას ითხოვს