18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

მარცხი დაძაბულ ბრძოლაში - 18-წლამდე მორაგბეებმა ექვსი ერი დაასრულეს

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალზე გამოსვლა დღეს დაასრულა. ზურაბ ამონაშვილის მიერ მომზადებული გუნდი ქალაქ ვიშში ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 5-ქულიანი სხვაობით, 21:26 დამარცხდა.

მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ქართველი მორაგბეები 19-ქულიანი სხვაობით, 7:26 მარცხდებოდნენ და ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში მყოფმა „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ სიტუაციის შემოატრიალება მოახერხეს, თუმცა თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში თითო ლელო დავით არობელიძემ, დათა ახვლედიანმა და ლუკა ტაბატაძემ დადეს, ხოლო გარდასახვები ზუსტად ლუკა ჭაკუამ შეასრულა.

ირლანდიელებთან მატჩამდე საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა უელსელებთან 10:17 წააგო, იტალიელებთან კი 24:37 დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სორელის მეუღლე: ახლა უკეთ გავიგე, თუ რატომ იყავით თქვენ ასე ძვირფასი მისთვის
სორელის მეუღლე: ახლა უკეთ გავიგე, თუ რატომ იყავით თქვენ ასე ძვირფასი მისთვის