პედრო კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს
Aa
Aa

პედრო კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს

როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიის „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, პედრო როდრიგესი კარიერას ინგლისის „პრემიერლიგაში“ გააგრძელებს. ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებოდა, თუმცა ყველასდა გასაკვირად, პედრო კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „Marca“ ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, კლუბებს შორის გუშინ საღამოს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც კატალონური გრანდი შემტევის სანცვლოდ 28 მილიონ ევროსა და პლიუს ბონუსებს მიიღებს. ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებას უახლოეს ხანებში ელიან.

27 წლის ფეხბურთელი „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2008 წლიდან მოყოლებული თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები