ხალილ რაუნთრი, ჯამაჰალ ჰილი
Aa
Aa

ჯამაჰალ ჰილი ხალილ რაუნთრისთან ბრძოლას ჩაეხსნა

ქვემძიმე წონაში UFC-ის რეიტინგიოს მე-7 ნომერმა, ხალილ რაუნთრიმ განაცხადა, რომ მისი ჩხუბი UFC-ის ყოფილმა ჩემპიონ, ჯამაჰალ ჰილთან, რომელიც 26 აპრილს, UFC Fight Night-ზე უნდა შემდგარიყო, აღარ გაიმართება.

„მაშ ასე, ველაპარაკე UFC-ს და როგორც ჩანს, ჯამაჰალ ჰილი ტრავმირებულია და ვერ იჩხუბებს. სავარაუდოდ, ჩხუბს გადადებენ. არ ვიცი, ეს როდის მოხდება, მაგრამ ვითარება ასეთია“, - თქვა რაუნთრიმ თავის იუთუბ არხზე.

შეგეხსენებთ, რომ ამერიკელ მებრძოლს ბოლო ჩხუბი იანვარში, UFC 311-ზე ჰქონდა და ირჟი პროხაზკასთან ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

რაც შეეხება რაუნთრის, მან გასული წლის ოქტომბერში, UFC 307-ზე იჩხუბა და ასევე ტენიკური ნოკაუტით, ალექს პერეირასთან დამარცხდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „სტაფილოკოკის სამი ინფექცია“ - კონორი ხაბიბზე, ისლამსა და ილიაზე
    „სტაფილოკოკის სამი ინფექცია“ - კონორი ხაბიბზე, ისლამსა და ილიაზე