ბეილის უარი
Aa
Aa

ბეილის უარი "ბაიერნს" - უელსელი პრემიერლიგაში ბრუნდება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალის“ დასატოვებლად ემზადება და შემოთავაზებებს უკვე განიხილავს.

Diario Gol-ის ინფორმაციით, უელსელ ფეხბურთელს ყველაზე რეალური შემოთავაზება მიუნხენის „ბაიერნიდან“ ჰქონდა, რომლებიც მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავდა, თუმცა ფეხბურთელმა თავის აგენტს უთხრა, რომ მას მხოლოდ პრემიერლიგაში დაბრუნება სურს.

წყაროს მტკიცებით, ბეილის შეძენის ყველაზე რეალური შანსი მის ყოფილ გუნდს „ტოტენჰემს“ აქვს.

ფლორენტინო პერესს ზაფხულში ჰარი კეინის გაფორმება სურს და ლონდონელებთან მოლაპარაკებებში სწორედ ბეილის გამოყენებას გეგმავს.

გარკვეული თანხისა და ბეილის სანაცვლოდ, პერესს იმედი აქვს, რომ „ტოტენჰემი“ კეინს დათმობს.

უელსელი შემტევის დამატების სურვილს ასევე „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლონდონის „ჩელსიც“ გამოთქვამენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები