ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების თარიღები ცნობილია - როდის ითამაშებს პსჟ
უეფამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების თარიღები დაასახელა. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზეა აღნიშნული, პირველი მატჩები 8-9 აპრილს, საპასუხო მატჩები კი 15-16 აპრილს გაიმართება.
კერძოდ, 8 აპრილს „არსენალი“ ლონდონში „რეალს“ უმასპინძლებს, „ინტერი“ კი მიუნხენში ჩავა, სადაც „ბაიერნს“ შეხვდება.
9 აპრილს ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ „პარკ დე პრენსზე“ „ასტონ ვილას“ მიიღებენ, „ბარსელონა“ კი „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.
15 აპრილს „პარი სენ-ჟერმენი“ ბირმინგემში, „ვილა პარკზე“ ჩავა, „ბარსელონა“ კი „დორტმუნდს“ ესტუმრება.
16 აპრილს „სამეფო კლუბი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „მეთოფეებს“ უმასპინძლებს, „ბაიერნი“ კი მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.
ყველა მეოთხედფინალური მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.