ჟირუ "დორტმუნდში"?
გერმანული Skysports-ის ინფორმაციით, „დორტმუნდის ბორუსიას“ ოლივიე ჟირუს „სიგნალ იდუნა პარკზე“ გადაყვანა სურს.
როგორც ცნობილია, „ყვითლებსა“ და „არსენალს“ შორის მოლაპარაკებები პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, გარიგებაში ჟირუც ჩაერთოს.
ინგლისელთა აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი და „მეთოფეთა“ რამდენიმე მაღალჩინოსანი, ამჟამად დორტმუნდში იმყოფება და მოლაპარაკებებს ადგილზე მართავს.
იმავე Skysports-ის თქმით, „არსენალი“ „დორტმუნდს“ გაბონელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს სთავაზობს, რაზეც გერმანელები მტკიცე უარს აცხადებენ.