Aa
Aa

"რეალს" საქმე გაურთულდა?! - კეპამ "ბილბაოსთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა...

„ბილბაოს ატლეტიკის“ ახალგაზრდა მეკარე კეპა არისაბალაგამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

მას ბასკებთან ხელშეკრულება 6 თვეში ეწურებოდა, ახლანდელი მონაცემებით კი „ელ კატედრალზე“ 2025 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

კეპას გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება, რომლის გადახდის შემთხვევაშიც „ბილბაო“ ვალდებული გახდება იგი სხვა კლუბში გაუშვას.

ბასკი გოლკიპერის შეძენით „რეალი“ ინტერესდება და როგორც ესპანურ პრესაში იწერება, მას ან უახლოეს 10 დღეში ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დაიმატებს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე კეპა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მტკიცე უარს აცხადებდა, შესაბამისად, იოლი მისახვედრია, რომ მას კლუბისგან გაშვების პირობა მიღებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები