ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

მბაპეს ჰეთ-თრიკი - რეალი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია

ზედიზედ მეორედ, მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო. განმეორებით შეხვედრაში სამეფო გუნდმა „ქალაქელებს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ანგარიში მეოთხე წუთზე კილიან მბაპემ გახსნა. ფრანგმა თავდამსხმელმა 33-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა, 61-ე წუთზე კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ერთადერთი გოლი დამატებით წუთზე გაიტანა, რომლის ავტორი ნიკო გონსალესი გახდა.

პირველი შეხვედრა გუნდებს შორის, „რეალის“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ამრიგად, კარლო ანჩელოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, სადაც ისინი „ატლეტიკოს“ ან „ლევერკუზენს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიატოვიჩი: ზაფხულში ანჩელოტიმ გუნდი უნდა დატოვოს
მიატოვიჩი: ზაფხულში ანჩელოტიმ გუნდი უნდა დატოვოს