გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

წყობიდან გამოვიდა და მსაჯზე გაიწია - შერმადინი მოედანიდან გააძევეს

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ტენეიფე მანრესას ესტუმრა და 84:73 დაამარცხა. გიორგი შერმადინი თავდაპირველად სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე ჯამში 4 წუთი და 36 წამი დაყო. ასეთი მცირე სათამაშო დრო მისმა დისკვალიფიკაციამ გამოიწვია.

გიორგიმ მსაჯის ერთ-ერთი გადაწყვეტილება მწვავედ გააპროტესტა. მეტიც, რომ არა თანაგუნდელები, დიდი ალბათობით მსაჯს დაარტყამდა. ამ ყველაფრის გამო, რა თქმა უნდა, მოედანიდან გააძევეს. ამ პერიოდის განმავლობაში კი მხოლოდ 2 მოხსნას მოუყარა თავი.

2 ტურის შემდეგ, ტენერიფე თავის ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს. შემდეგ ტურში ესპანელები პეტკიმ სპორს უმასპინძლებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციოს ქართული კვარტეტი მოემსახურება
ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციოს ქართული კვარტეტი მოემსახურება