გიორგი მიქაუტაძე, პიერ საჟი
Aa
Aa

საჟი გაუშვეს - მიქაუტაძეს ახალი მწვრთნელი ეყოლება

„ლიონის“ მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი კლუბის ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან გაუშვეს. გიორგი მიქაუტაძემ და მისმა თანაგუნდელებმა ყველა ტურნირზე უკანასკნელი ხუთი მატჩი ვერ მოიგეს, რაც მათ დამრიგებელს არ აპატიეს. მართალია ამ ხუთი თამაშიდან „ოლიმპიკი“ მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და ოთხი ფრე ითამაშა, თუმცა მოუგებელმა სერიამ როგორც ლიგა 1-ში, ასევე ევროპა ლიგაზე გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა.

საჟმა რონისპირული გუნდი 2023 წლის ნოემბერში ჩაიბარა და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 56 მატჩიდან „ლიონმა“ 33 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 14-ჯერ დამარცხდა. წამყვანი ფრანგული სპორტული გამოცემები „ოლიმპიკში“ მის შემცვლელად პორტუგალიელ პაულუ ფონსეკას განიხილავენ, რომელიც „მილანიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია.

„ლიონი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ცხრამეტი ტურის შემდეგ 30 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო ევროპა ლიგაზე 14 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. რანგით მეორე ევროპული ტურნირის ჯგუფური ფაზის ბოლო ტურში მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები 30 იანვარს „ლუდოგორეცს“ უმასპინძლებენ, ხოლო შიდა ჩემპიონატში მომდევნო მატჩს კვირას, 2 თებერვალს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Olympique-et-Lyonnais: მიქაუტაძე და ლაკაზეტი ერთმანეთს კარგად უგებდნენ
Olympique-et-Lyonnais: მიქაუტაძე და ლაკაზეტი ერთმანეთს კარგად უგებდნენ