Aa
Aa

კალათბურთელები საქმის გასარჩევად გასახდელში გავიდნენ

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის რეგულარული სეზონის მორიგი ტური საკმაოდ დაძაბული გამოდგა. დაძაბული ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,

რადგან პარკეტზე მომხდარ მოვლენებს სპორტთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ფილადელფია "სიქსერსისა" და ტორონტო "რეპტორსის" მატჩში ერთმანეთს

კანადური გუნდის გამთამაშებელი კაილ ლოური და "სიქსერსის" ახალწვეული ბენ სიმონსი დაუპირისპირდნენ. პარკეტზე კალათბურთელები ერთმანეთს სიტყვიერად

დაუპირისპირდნენ, რაც შემდეგ პარკეტს მიღმა გაგრძელდა. გასახდელში გასვლამდე სიმონსმა ლოურის თითით მიანიშნა, რომ საქმის გასარჩევად დარბაზს მიღმა ეპატიჟებოდა,

რაზეც უკან არც ლოურიმ დაიხია. საბოლოოდ კი მსაჯმა პარკეტიდან ორივე მოთამაშე გააძევა.

შეხვედრა ფილადელფიელთა გამარჯვებით 117:111 დასრულდა.

 

დაპირისპირება მოხდა ლოს ანჯელეს "კლიპერსისა" და ჰიუსტონ "როკეტსის" მატჩშიც. ლოს ანჯელესში გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები

ბლეიკ გრიფინი და კრის პოლი დაუპირისპირდნენ. კალათბურთელები ერთმანეთს სათამაშო მომენტის გამო დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა "კლიპერსის" გამარჯვებით 113:102 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები